რეზონანსი
21.06.2025

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გუშინ სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„სტამბოლში, პრეზიდენტ ერდოღანთან მოსაზრებების დეტალური გაცვლა შედგა. განვიხილეთ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული დინამიკა და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის ერთგული რჩება", - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, მხარეებმა თურქეთსა და სომხეთს შორის კონტაქტები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მშვიდობისა და დიალოგის პროცესი და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეული კონსენსუსის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თურქეთი „ორმხრივად მომგებიანი" პრინციპის თანახმად რეგიონის განვითარების მიზნით მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს", - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×