რეზონანსი
21.06.2025

აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხის უმრავლესობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით არის დაინტერესებული".

„აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ ცნობილ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს. აუცილებელია, რომ რუსეთთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიმართ თავისი ინტერესი აღიაროს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა".

„აუცილებელია უკრაინის ნაცისტური ხასიათისა და უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა. მესამე მხარეები უკრაინის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებით არიან დაინტერესებულები და არა კონფლიქტის დასრულებით. უკრაინა უკეთეს ბედს იმსახურებს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მესამე მხარეების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×