რეზონანსი
21.06.2025

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტსა და ეკონომისტ ფარიდ მეჰრალიზადეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ბაქოს სასამართლომ გადაწყვეტილება 20 ივნისს გამოაცხადა.

მედია წერს, რომ ბრალდებები პირდაპირ კავშირშია მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურისთვის მომზადებულ კრიტიკულ რეპორტაჟებთან.

ფარიდ მეჰრალიზადეს გარდა, ბაქოს სასამართლომ კიდევ ექვს ჟურნალისტს შეუფარდა პატიმრობა. ჟურნალისტები დანაშაულს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×