რეზონანსი
17.06.2025

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით, წერტილოვანი დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შტაბის უფროსი ალი შადმანი მოკლეს, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ირანში ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ამ პერიოდში ალი შადმანი ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირი იყო. ალი შადმანი ხელმძღვანელობდა ირანის საგანგებო სამხედრო შტაბს და აკონტროლებდა, როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა, ასევე არმიის ოპერაციებს. თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი – ალამ ალი რაშიდი, ისრაელის ოპერაციის პირველივე დღეს დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×