რეზონანსი
16.06.2025

ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე თავდასხმა დაადასტურა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს საკომუნიკაციო ცენტრს, რომელსაც ირანი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.

მათივე თქმით, დარტყმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს, რათა სამოქალაქო პირებში ზიანი შემცირებულიყო.

„ირანის რეჟიმის პროპაგანდისა და წაქეზების მაუწყებლობის ორგანოს ისრაელის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ჩვენ ყველგან დავარტყამთ ირანელ დიქტატორს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×