რეზონანსი
16.06.2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები „აკონტროლებენ თეირანის ცას“.

„ჩვენ მივემართებით ჩვენი ორი მიზნის მისაღწევად: ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და რაკეტული საფრთხის აღმოფხვრა. როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვარტყამთ სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებს მიზანში და ბავშვებსა და ქალებს კლავს. ჩვენ მოვუწოდებთ თეირანის მოქალაქეებს, ევაკუაცია მოახდინონ და ვმოქმედებთ. ჩვენ გზაზე ვართ გამარჯვების მიღწევისკენ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×