რეზონანსი
16.06.2025

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში მოკვლევა გრძელდება. უწყებაში დღეს გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძეს და კახა კახიშვილს ელოდებიან.

2019 წელს, როდესაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გაიხსნა, ტაბატაძე "სუსის" უფროსის მოადგილე იყო, კახიშვილი კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. დღესვე გაირკვა, რომ ამავე საქმეზე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლა დაიბარეს გიორგი გახარია. კომისია ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის საკითხს სწავლობს, როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ დამატებითი კითხვები ექნებათ გახარიასთან მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ადგილობრივები ვეღარ სარგებლობენ ტყით, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ დამატებით დაიკავა. საუბარია დაახლოებით ერთ მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.

გახარიას გუნდში ჩორჩანას ეპიზოდის წარმოებას პროკურატურისა და საგამოძიებო კომისიის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას უწოდებენ.

"ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ამის უკან, ეს პროცესი, რაც წარმოებს, გნებავთ პროკურატურის, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან - ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ვერანაირი მსგავსი ტიპის ნაბიჯი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციონირებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, მეასეჯერ ვიმეორებთ, მიუხედავად იმ მოტივებისა, რა მოტივებიც ამის უკან შეიძლება იყოს, პოლიტიკური დევნის მოტივს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერაფერი სხვა გარდა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებისა, გავლენას ვერ მოახდენს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×