რეზონანსი
15.06.2025

გონიოში დატრიალებული ტრაგედის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმავალმა "ბეემვეს" ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე სახლთან გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანაში მყოფი სამი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბიჭი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათგან ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორე ახალგაზრდას ოპერაცია დასჭირდა. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. 

"ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას. შოკირებული ვარ, ეს არ უნდა მომხდარიყო. დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილები არიან ანა მახარაძე, მეგი ჯაიანი და სალომე გორგაძე. გოგონები მეგობრები იყვნენ. მე ანა მახარაძეს ვიცნობდი, ძალიან კარგი გოგონა იყო და გული მეწვის ამ ტრაგედიის გამო. ანა დაოჯახებული არ იყო. მას ჰყავდა "ბეემვის" მარკის ავტომობილი. 

სარფიდან ბათუმისკენ მიდიოდნენ და როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანას შეეჯახა. სასწრაფო რომ მოსულა, გოგონებს ვეღარ უშველეს, სამივე გარდაცვლილი იყო. ბიჭები გადაუყვანიათ კლინიკაში. მითხრეს ერთს არ ჰქონია მძიმე დაზიანება და გაუწერიათ სახლში, მეორეს ოპერაცია დასჭირდა. სიტყვები არ მაქვს, ისე განვიცდი და ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×