რეზონანსი
14.06.2025

"ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს. ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამოქალაქო აქტივისტის, ლექსო სამხარაძის დაკავების ფაქტს.

მამუკა ხაზარაძე ლექსო სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს და მოქალაქეებს უსამართლობასთან არ შეგუებისკენ მოუწოდებს. 

ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს - ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი. 

დღეს ლექსო სამხარაძეა რეჟიმის მსხვერპლი, გუშინ მათე და სხვა პოლიტპატიმრები. ხვალ კი, შენ იქნები, სანამ ამ უსამართლობას ეგუები. 

ჩემი სოლიდარობა ლექსო სამხარაძეს, რეჟიმის ტყვეებს!  

ამ ქვეყანას ერთად უნდა ვუშველოთ!". - წერს მამუკა ხაზარაძე. 

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტს, ლექსო სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ლექსო სამხარაძე, რომელიც ზაჰესის იზოლატორშია შესახლებული, დავით მათიკაშვილის სარჩელის საფუძველზე დააკავეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×