რეზონანსი
13.06.2025

უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი - 21 წლის დე­მეტ­რე დარ­ჩია შე­ე­წი­რა. ის გუ­შინ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ძი­ე­ბე­ბი ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" ბა­ზა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, რომ­ლის დე­ტო­ნა­ცია მოხ­და იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც დე­მეტ­რე დარ­ჩია მას­თან ახ­ლოს იყო.

რო­გორც ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, დარ­ჩია სულ რა­ღაც 4 თვის ჩა­სუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩი­ას ძმის შვი­ლი იყო. მომ­ხდარს ხე­ლო­ვა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი, დემ­ნა დარ­ჩი­აა, ჩემი ძმის, და­ვით დარ­ჩი­ას შვი­ლი და იღუ­მე­ნია სი­დო­ნია დარ­ჩი­ას ძმის შვი­ლია. ის უკ­რა­ი­ნა­ში გა­ექ­ცა მშობ­ლებს საბ­რძოლ­ვე­ლად და დაჭ­რი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბი­სას ნაღ­მზე აფეთ­ქდა. 21 წლის ბავ­შვი , სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა აღარ არის.

არ ვიცი, რო­გორ უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ ეს არ გა­და­სა­ტა­ნი ტკი­ვი­ლი. და­ვით , ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო ძმაო, თეა ,ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო, დე­დაო, ჩემო ერ­თა­დერ­თო, მე­უ­ფეო, ჩემო იმე­დო და დემ­ნას დებო და ძმე­ბო, ჩემო ტკბი­ლე­ბო არც ვიცი რით გა­ნუ­გე­შოთ ან რა გი­თხრათ, მაგ­რამ დემ­ნა ჩემ­თვის გმი­რია, გმი­რი სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, რო­მელ­მაც უბ­რა­ლოდ ვერ შეძ­ლო უმოქ­მე­დოდ ყოფ­ნა და თავი შეს­წი­რა ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლას!

ნა­თე­ლი და სა­უ­კუ­ნო ხსოვ­ნა შენს უკ­ვდავ სულს ჩემო ლა­მა­ზო, ნი­ჭი­ე­რო და კე­თილ­შო­ბი­ლო დემ­ნა. მიყ­ვარ­დი, მიყ­ვარ­ხარ და სულ მეყ­ვა­რე­ბი სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას შენ ჩემი გმი­რი ხარ დემ­ნა", - დაწერა თეა დარჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×