რეზონანსი
13.06.2025

დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ აჭარის ტელევიზიაში განაცხადა, რომ ტოვებს „ქართულ ოცნებას“ და „ევროპელ სოციალისტებში“ გადადის.

“გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა. ვუერთდები პოლიტიკურ ჯგუფს “ევროპელი სოციალისტები”, ამის მიზეზი არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ. იცით, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი ქვაკუთხედი”, – თქვა ბოჟაძემ.

„ევროპელი სოციალისტები” საპარლამენტო ფრაქციაა, რომლის თავმჯდომარე ყოფილი სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×