რეზონანსი
12.06.2025

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მანამდე გავრცელა ინფორმაცია, სულ მცირე, 100 დაღუპულის შესახებ.

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.

ავიალაინერი ლონდონის გეთვიკის აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს. შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, მედიკოსთა ჰოსტელია. მსხვერპლთა შორის არიან ჰოსტელში მყოფი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავის მგზავრებს შორის 217 ზრდასრული და 13 ბავშვია, მათ შორის ორი ჩვილი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე. ასევე, მგზავრებს შორის ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელია.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Boeing 787-8 Dreamliner-ია.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ინდოეთის ხელისუფლებასთან ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად და დაზარალებულთა დასახმარებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×