რეზონანსი
12.06.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ამასთან, ბრალდებული მათე დევიძე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.

სასამართლოს როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე, დიდი ოდენობით არიან სამართალდამცავები მობილიზებული.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×