
პროფესორმა, ჯეფრი საქსიმ ნაპოლიტანოსთან ინტერვიუში ასევე ისაუბრა უკრაინა-რუსეთის ომზე და ამ ომში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალტ ტრამპის როლზე. მისი თქმით, ამერიკა ნატოს ლიდერია და უკრაინა მისი წევრი არ გახდება, რადგან ეს გამოიწვევს ამერიკისა და რუსეთის კონფრონტაციას.
"პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობის დამყარებას ცდლობს. მას ესმის, რომ მშვიდობა პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. უკრაინის ომის ძირითადი მიზეზი იყო ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს მიერ საგარეო პოლიტიკის 30-წლიანი სულელური პროექტი - ნატო რუსეთის ცხვირწინ ყოფილიყო. ეს იგივეა, რომ ჩვენს კონტინენტზე რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსოს კანადაში ან მექსიკაში. ეს უბრალოდ არ მოხდებოდა. ეს არის ამ ომის ძირითადი მიზეზი და პრეზიდენტი ტრამპი ამას ხვდება. პუტინი ამას ათაწლეულობის განმავლობაში ამტკიცებდა და ისინი მშვიდობის პოვნას ცდილობდნენ. მაგრამ, ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ ნატოს ნაწლი გავხდებითო. მისი მხრიდან ამის თქმა აბსურდულია, რადგან შეერთებული შტატებია ნატო. ამერიკა ნატოს ლიდერია და უკრაინა მისი წევრი არ გახდება, რადგან ეს გამოიწვევს ამერიკისა და რუსეთის კონფრონტაციას. ორი ქვეყნის ლიდერი ომის დასრულების რეალურ გზებზე საუბრობდნენ. თუმცა, შემდეგ უკრაინელები ამბობენ: „არა, ჩვენ ნატოს ნაწილი გავხდებით, ჩვენ არც ერთ მიწას არ დავთმობთ, ბლა,ბლა,ბლა და არანაირი დათმობა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი“. შემდეგ ევროპელი ლიდერები - მაკრონი, მერცი და ტუსკი გამოხტნენ და თქვეს: „ჩვენ უკრაინის გვედით უნდა ვიყოთ, რათა რუსეთთან ბრძოლა გავაგრძელოთ“.
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს უყურებენ და ამბობენ: „შეიძლება ეს ომი დასრულდეს რაციონალურ საფუძველზე, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და პატივს სცემს რუსეთის სუვერენიტეტსაც. მაგრამ ის არ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ იქნება აღიარებული ორივე მხარის უსაფრთხოება. ტრამპმა გააცნობიერა, რომ ამან დიდ არეულობაში ჩააგდო და ის ამ ომს ბაიდენის ომს უწოდებს. ამაში სიმართლის მარცვალიც არის.
სხვათა შორის უკრაინის რეჟიმი, რომელიც ხელისუფლებას საომარი რეჟიმით მართავს, საინტერესოა, ასახავს თუ არა რეალობას, სურთ თუ არა უკრაინის მოსახლეობას ბრძოლის გაგრძელება? არ ვიცით, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც საომარ მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებენ. ომი შეიძლება გონივრული პირობებით დასრულდეს. ეს შეძლება მომხდარიყო სამი წლის წინაც", - თქვა საქსმა.