რეზონანსი
23.05.2025

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა.

გერმანული მედიის თანახმად, ინციდენტი ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე მოხდა.

პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით ქალი დააკავა.

ჰამბურგის სადგურში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეწყდა.

როგორც გერმანული მედია იუწყება, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, კიდევ სამი ადამიანი სერიოზულად არის დაშავებული, ექვსი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×