რეზონანსი
23.05.2025

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საელჩოში გამართული კონსულტაციები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიოდა და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.

დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით - ცდილობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის ჰეროიზაცია მოახდინონ.

26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ, ამერიკის საელჩოსგან განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს საელჩოში იმყოფება და კონსულტაციას მართავს.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×