რეზონანსი
23.05.2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციელები ჩხრეკას იმ პირის საცხოვრებელ სახლში ატარებენ, რომელიც დღეს ადგილობრივ მცხოვრებს, რამინ აბულაძეს თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით დაემუქრა. 

პოლიციელებმა უკვე გამოკითხეს აბულაძე და ბრალდებულის სახლიდან რამდენიმე იარაღი ამოიღეს.

როგორც “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს - 126-ე ძალადობის, 151-ე - მუქარისა და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის მუხლებით. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×