რეზონანსი
23.05.2025

„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ ადამიანზე, წინა წელთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 13.2%-იანი ზრდის მიუხედავადაც, ერთ ადამიანზე შემოსავლების ოდენობა ხარჯებისას მხოლოდ 50 ლარით აღემატება.

იმავე „საქსტატის" შეფასებით, ერთ ადამიანზე საშუალო თვიური ხარჯები 8.2%-ით არის გაზრდილი და 540 ლარს უტოლდება.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში, 2024 წელს, ოჯახების შემოსავლები 10.1%-ით 1 896 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ხარჯების ზრდა 5.2%-იანია და 1736 ლარი გახლავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×