რეზონანსი
23.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი შედეგი გამოიწვიოს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა ახლახან დასრულდა. ის მალე ამოქმედდება. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმებას. ამან შეიძლება რაღაც დიდამდე მიგვიყვანოს?" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს აღნიშნული გაცვლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×