რეზონანსი
23.05.2025

რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობს და მოსკოვი, ნებისმიერ შემთხვევაში, კიევს თავის წინადადებებს წარუდგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დიახ, ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. დიახ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მათ ეს დაადასტურეს, ეს უკვე დადებითი მოვლენაა. მემორანდუმზე მუშაობა მიმდინარეობს. არ ვიცი მეორე მხარის შესახებ, მაგრამ ჩვენი სამუშაო უკვე მოწინავე ეტაპზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ ამ მემორანდუმს უკრაინელებს გადავცემთ და ველით, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხზე მუშაობის ყოველი დღის განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო რწმუნდება რუსეთის საქმის სამართლიანობაში.

„უკრაინის მიმართულებით ყოველი დღით მუშაობისას, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია", - აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×