
თბილისში, მერაბ კოსტავას 22 ნომერთან, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითი არასწორ ადგილას კვეთდა გზას, ხოლო მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია და სავარაუდოდ, მიკროავტობუსი გვერდითა ნაწილით მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს.
როგორც სასწრაფოს ექიმებმა თქვეს, დაშავებული სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში.
მეორე დაშავებული ფეხით მოსიარულე ქალია, რომელიც ავარიის დროს ტროტუარზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, მას მანქანა არ დაეჯახა, თუმცა ფეხი მაინც დაიზიანა მკვეთრი მოძრაობის გაკეთებისას.
წყარო: რადიო თავისუფლება