
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა.
გადაწყვეტილება ირაკლი შვანგირაძემ თათბირის შედეგად მიიღო.
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.
ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ადვოკატების არცერთი შაუმდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ირღვეოდა დაცვის უფლებაც და ამიტომ დატოვეს სხდომათა დარბაზი.
მანამდე, მოსამართლე შვანგირაძემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა არ გადადო.
დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ პროცესზე, მათ შორის ითხოვეს თეა ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვა, ასევე შუამდგომლობა დააყენეს პოლიციის მაღალჩინოსნების - ვაჟა სირაძის და სერგი ბზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებითაც.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.