რეზონანსი
22.05.2025

პროვოკაციული კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიოს არ უხსენებია საქართველო და „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესში გამართულ მოსმენაზე კითხვა დაუსვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ანტიქართული პოლიტიკით გამოირჩევა და საქართველოში მხარს რადიკალურ ოპოზიციას უჭერს.

„ეს ადამიანია სამარცხვინო „მეგობარი აქტის“ ავტორი. პროვოკაციული კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიოს არ უხსენებია საქართველო და „ქართული ოცნება“. მან თქვა, რომ თუ მსოფლიოში ანტიამერიკული მთავრობა არსებობს, ასეთი მთავრობა სჭირდება თუ არა ამერიკას, გავარკვევთო. საქართველოს არც ანტიამერიკული და არც ანტიდასავლური მთავრობა არ ჰყავს. როგორია მთავრობა, ეს მარკო რუბიომ და ქართველმა ხალხმა კარგად იციან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან რამდენიმე თვეა გასული, ამერიკას ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს საქართველოსთან და რეგიონთან დაკავშირებით.  იმედი მაქვს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება და იმ ნიშნულს დავუბრუნდებით, რომელიც გვქონდა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×