რეზონანსი
21.05.2025

უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს მიმართავს, განიხილოს რუსეთის იზოლაციის მიზნით ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის რუსული აქტივების ჩამორთმევა და რუსული ნავთობის ზოგიერთი მყიდველისთვის სანქციების დაწესება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სანქციების გამკაცრებაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

19 მაისს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ მიიღო.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და მათ განუცხადა, რომ ამჟამად არ სურს სანქციების დაწესება, რადგან სურს მოლაპარაკებებს შანსი მისცეს.

ამის მიუხედავად, 20 მაისს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს და განაცხადეს, რომ კვლავ იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი მათ შეუერთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×