რეზონანსი
21.05.2025

ერევანი - ბათუმი - ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის  შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“  ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“.  

შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1  ოქტომბრამდე შესრულდება.  

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×