
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება. საჯარო წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღი, რომლითაც კანონიერი ქურდის ძმა ჩაცხრილეს, მოქალაქე სანდრო წივწივაძეს ეკუთვნოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო წივწივაძეს მკვლელობის იარაღი წლების წინ საკუთარ სახელზე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა შემდეგ პოლიციაში განაცხადა, რომ დაკარგა.
ანონიმური წყარო, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ისტორიას წერს, ამტკიცებს, რომ, რეალურად, ეს იარაღი სანდრო წივწივაძემ თბილისის ერთ-ერთ კრიმინალურ ბანდას გადასცა.
რა ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს სანდრო წივწივაძე? მოკლული ბიზნესმენის ადვოკატი სწორედ მის გამოკითხვას ითხოვს: მან შეიძლება გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით, იმის დადგენით, თუ ვის გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი ან როდის შეიძინეს მისგან იარაღი. თუ ეს ინფორმაცია გაცხადდება, შესაძლოა, გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთამდე გავიდეს.
სად არის სანდრო წივწივაძე და გამოკითხვა თუ არა ის პროკურატურამ? "ტვ პირველმა" მასთან დაკავშირება სცადა. დავუკავშირდით იმ სახლის მეპატრონეს, რა მისამართზეც წივწივაძეა რეგისტრირებული, თუმცა სახლის მეპატრონეს წივწივაძეზე ინფორმაცია არ აქვს.
წყარო: "ტვ პირველი"