
პუტინთან და ევროპელ მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია ოვალურ კაბინეტში გამართა. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ კრემლის ლიდერთან საუბრით კმაყოფილია და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასაც არ განიხილავს. ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ საკუთარ თავს ""წითელი ხაზი"" დაუწესა- იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მხარეები ამ ხაზს გადაკვეთენ ამერიკა კიევსა და მოსკოვს შორის წარმოებულ სამშვიდობო პროცესს ჩაეხსნება.
რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და არსებული სასანქციო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს უკრაინა. მედიის ცნობით ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ზომები იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს თუ უახლოეს პერიოდში კრემლი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მოლაპარაკებების მზაობა გამოთქვა, მათ შორის არ გამორიცხა შეხვედრების ორგანიზება, რომელშიც ამერიკასთან ერთად ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ჩაერთვება.
სატელეფონო საუბრის დროს, პუტინმა ტრამპს ისიც უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი ეკლესიის დომინირების აღდგენა უნდა. ამ საკითხზე დღეს სერგეი ლავროვმაც ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებაში რუსეთის პატრიარქი მიიწვია, რომელმაც და სამხედრო ორდენით ლავროვი უკვე მეორედ დააჯილდოვა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი მეჩვიდმეტე პაკეტი, დღეს, ბრიუსელში ევროკავშირს საგარეო და თავდაცვის მინისტრების სამიტზე დაამტკიცეს. მიზეზი კრემლის ჰიბრიდული თავდასხმები, ადამიანის უფლებების დარღვევა და ქიმიური იარაღის გამოყენებაა. ბრიუსელის სანქციებს ლონდონიც შეუერთდა.
დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად ამ დრომდე რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს, სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. დღეს ოკუპანტმა თავდასხმა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმის და ჟიტომირის ოლქები დაბომბა, დაჭრილია ათობით მოქალაქე, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.