რეზონანსი
20.05.2025

 გორში, წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით, მოზარდები სცემეს - ჯგუფური გარჩევის დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გორ­ში მომ­ხდა­რი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის ჯგუ­ფუ­რად ცე­მის ფაქ­ტზე, ოთხ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მა­ისს, გორ­ში, წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვის და ცე­მის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი არას­რულ­წლო­ვა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით არას­რულ­წლო­ვან ძმებ­თან შეხ­ვედ­რა შედ­გა. მან სხვა არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან ერ­თად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არას­რულ­წლო­ვა­ნი 19 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მას, ორ სხვა არას­რულ­წლო­ვან­თან ერ­თად ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ა" და „ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (არას­რულ­წლო­ვა­ნის ჯგუ­ფუ­რად ცემა), ხოლო ერთ არას­რულ­წლო­ვანს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ა", „ბ" და „გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (ორი არას­რულ­წლო­ვა­ნის ჯგუ­ფუ­რად ცემა) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×