რეზონანსი
20.05.2025

კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 43 წლის მამაკაცი დააკავეს

"მთავარის" ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის,  პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამა თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული. 

არსებული ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×