რეზონანსი
20.05.2025

 „ნაცი“ „ნაცობას“ არასოდეს მოიშლის, მათი კუდი არასოდეს გასწორდება, თავიანთ გესლიან ბუნებას არასოდეს დაივიწყებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში მყოფი პარტიები პოლიტიკური ველიდან თუ არ გავლენ, შეუძლებელი იქნება, ახალმა აქტორებმა კარიერის აწყობა შეძლონ.

„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს, თითქოს ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები არ არიან და ფიქრობენ, რომ შემდეგ არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ, რადგან გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მიიმხრობენ, რაც, რეალურად, ტყუილია. „ნაცი“ „ნაცობას“ არასოდეს მოიშლის, მათი კუდი არასოდეს გასწორდება, თავიანთ გესლიან ბუნებას არასოდეს დაივიწყებენ. მორიელის დღეში არიან „ნაცებიც“. თავს არ დაანებებენ თავიანთი პატრონების დავალებების შესრულებას. თუ ეს პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური ველიდან არ გავლენ, შეუძლებელი იქნება, ახალმა აქტორებმა კარიერის აწყობა შეძლონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×