რეზონანსი
20.05.2025

გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი პოლიტიკოსების ადგილი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კომპრომისს აპირებს ხელისუფლებასთან და „უკანა კარიდან ღამღამობით“ ბიძინა ივანიშვილთან დადის.

„ოპოზიცია ყოვლად უუნაროა, რადიკალებს არანაირი შანსი არ აქვთ, საკუთარი მრუდე დღის წესრიგი განახორციელონ. გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი და ამორტიზებული პოლიტიკოსების ადგილი არ არის. პოლიტიკა პარლამენტში, საკრებულოებში კეთდება. როცა ამომრჩეველი გენდობა, მანდატს გაძლევს და მას უგულებელყოფ, რა თქმა უნდა, ეს დასასრულის წინაპირობაა. სხვისკენ თითების გაშვერას თავი დაანებონ და მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×