რეზონანსი
19.05.2025

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება", - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.

ვლადიმერ პუტინის ცნობით, დონალდ ტრამპს მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მისი თქმით, „რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ".

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×