
ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
„დღევანდელ დღეს ასეთი საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ყალბი იდეოლოგიები, რომელთაც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ, მხარს უჭერდნენ, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, არის ტყუილი, სიძულვილზე დაფუძნებული და არა სიყვარულზე“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.