რეზონანსი
17.05.2025

გაბუტვის პოლიტიკას ირჩევს ზოგიერთი, ეს აჩვენებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხონ, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ამიტომ კარგია, რომ არის ნელ-ნელა გამოფხიზლება იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს.

„გაბუტვის პოლიტიკას ირჩევს ზოგიერთი, ეს აჩვენებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხონ. ამიტომ კარგია, რომ არის ნელ-ნელა გამოფხიზლება იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს. ეს მცდელობა იყო, ვნახეთ, რამხელა წნეხი იყო ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან, ზოგიერთი ელჩისგან, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში და უნდოდათ, რომ ელჩების მართული ხელისუფლება ყოფილიყო, მაგრამ ხალხმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ხალხის მიერ არჩეული და ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×