რეზონანსი
16.05.2025

„გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს აბსოლუტური პოლარიზება, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთთან იმაზე კი არ ვკამათობდეთ ჩვენი ქვეყანა როგორ განვავითაროთ, არამედ ჩვენ ახლა გვიწევს ომის უბედურებისგან ვიხსნათ სამშობლო", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხიდჩატეხილობა უნდა დამთავრდეს.

„მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ეკონომიკის ჩამოშლისთვის, ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის მუშაობენ და ეს ყველაფერი ხდება გარე დაფინანსებისგან, დაორგანიზებულად და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

ეს ხიდჩატეხილობა უნდა დამთავრდეს და ყველა უნდა დავფიქრდეთ, რა არის საქართველოსთვის მთავარი. ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიზმი დამთავრდა, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბიუროკრატი თავის წარსულს ვერ ივიწყებს და თანამედროვე ბოლშევიკებს დაემსგავსნენ", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ „იმედის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×