რეზონანსი
16.05.2025

სტამბოლში დელეგაციებმა ომის ტყვეების „ათასი ათასზე" გაცვლა განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სტამბოლში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამის გარდა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ.

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე" გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც", - განაცხადა უმეროვმა.

მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა", ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×