რეზონანსი
11.05.2025

დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან. რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ერთხელ უკვე ჩაშალა 2022 წელს და ახლაც ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი პოზიციას შეიცვლის და უკრაინას და რუსეთს პირდაპირი დიალოგის საშუალებას მისცემს.

„დასავლეთის ბევრ ქვეყანას სურს უკრაინაში ომის გაგრძელება, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მათი ეს პოზიცია შეიცვლება. ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ უკრაინამ და რუსეთმა, თუ ამით არიან დაინტერესებული. დასავლეთმა ერთხელ უკვე ჩაშალა პირდაპირი მოლაპარაკებები 2022 წელს", - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×