რეზონანსი
11.05.2025

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უამინდობის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების თაობაზე ახალი შეტყობინებები ღამის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ხოლო ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება დაშავებულთა მდგომარეობას, ერთ-ერთი დაშავებული ქალი ბინაზე დღეს გაეწერება. ასევე, სტაბილურია კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ბათუმში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ასევე, ძლიერი ქარის გამო პიაცას მოედანთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×