რეზონანსი
27.04.2025

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე 3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის დადასტურებული მონაცემები. ასევე სოციალური პაკეტები გაიზარდა საშუალოდ 3-4-ჯერ. ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×