რეზონანსი
27.04.2025

McDonalds-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს. კომპანია აცხადებს, რომ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი მხოლოდ იმ მიზნით შეიტანა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაიცვას და სხვა კომპანიებს რესტორნების ქსელის ბრენდის გამოყენება აუკრძალოს.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ბრენდის დასაცავად და მესამე მხარის ბიზნესის, ან ფიზიკური პირის მიერ, განსაკუთრებით რუსეთში, ჩვენი სავაჭრო ნიშნების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად“, - ციტირებს მედია კომპანიის  განცხადებას.

მათივე ცნობით, McDonalds-ი  რეგულარულად აახლებს თავისი სავაჭრო ნიშნების საკუთრების უფლებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, სადაც კომპანია არ ოპერირებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×