რეზონანსი
27.04.2025

მოთხოვნა, „არავითარი ნატო უკრაინისთვის“, რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს, - ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთი შიშობს, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს.

„რუსეთი ითხოვს: არავითარი ნატო უკრაინისთვის. არა იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს შეტევის შიში აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შიშობენ, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს. არავითარი ნატო უკრაინისთვის რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს“, - აცხადებს კუბილიუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×