რეზონანსი
27.04.2025

შეუძლიათ არალეგიტიმურ პარლამენტში ძალიან ბევრი უკანონობა მიიღონ, კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზაზეა.

„ხან ამბობს [ბიძინა ივანიშვილი], რომ პარტიებს აკრძალავს, ხან ამბობს, რომ გადაიფიქრეს, არჩევნების შემდეგ აკრძალავენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი პროპაგანდისტული ხაზები და ავტორიტარიზმის გზა დაბნეულია, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ.

შეუძლიათ, არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღონ ძალიან ბევრი უკანონობა. კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×