რეზონანსი
27.04.2025

ხარება და მისი დაჯგუფება ხელშეუხებლობით მხოლოდ ერთი მიზეზით სარგებლობს: მას ეყრდნობა ხელისუფლება, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე სპეცრაზმელების შესახებ შაბათის ეთერშ გასულ ხმაურიან რეპორტაჟს.

პოლიტიკოსის თქმით, "ოცნება" სპეცრაზმელებს სწორედ მომიტინგეების დასახიჩრებისთვის და მათ ძალადობრივი დაკავებებისთვის იყენებს და სწორედ ამიტომ, არც სჯის. 

ხარება და მისი კრიმინალური დაჯგუფება სარგებლობენ ხელშეუხებლობით მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო: ეს არის ძალადობრივი ჯგუფი, რომელსაც ეყრდნობა ხელისუფლება, როდესაც მას სჭირდება მშვიდობიანი აქციების დარბევა, ადამიანების დასახიჩრება, დაკავება, ცემა და ა.შ. ამის სანაცვლოდ, შემდეგ ეს კრიმინალური დაჯგუფება ხარებას ხელმძღვანელობით არის თავისუფალი თავის ქმედებებში და აკეთებს იმას, რაც მას უნდა და ამის გამოძახილია ძალადობაც, მათი მონაწილეობა მათ შორის ისეთ საკითხებში, რომელიც, საერთოდ, უკავშირდება ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას და მიუხედავად ამისა, ისინი არიან დაუსჯელები, - ამბობს ანა წითლიძე. 

შაბათის გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმიდან, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის თანამონაწილე სპეცრაზმელებს გამოძიებამ ხელი დააფარა. საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს.

სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდას დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა  და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში  ადანაშაულებს, თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×