რეზონანსი
27.04.2025

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, 14 წლის გოგონა კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერმა რეგიონში კვლავ გამოგზავნა დრონები. მათგან 13 ცის დამცველებმა გაანადგურეს. სამწუხაროდ, ამას შედეგები მოჰყვა. პავლოგრადში ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ასევე დაშავდა 14 წლის გოგონა. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა“, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, ქალაქში ორი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ერთ-ერთ შენობაში კი ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, პავლოგრადის რაიონის ვერბკოვსკაიას თემში უპილოტო საფრენი აპარატი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაეჯახა, რის შედეგადაც 500 სული შინაური ცხოველი განადგურდა.

ამასთან, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დილით რუსებმა „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან ნიკოპოლს დაარტყეს. დანგრეულ შენობებს შორისაა რვა კერძო სახლი, ოთხი დამხმარე შენობა-ნაგებობა და გაზსადენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×