რეზონანსი
26.04.2025

ირანის უმსხვილეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი. სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგები 50 კილომეტრის რადიუსში იგრძნობა.

ნანგრევებში მოყოლილი არიან ადამიანები. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვერტმფრენები.

წინასწარი ინფორმაციით, პორტში ერთ-ერთი კონტეინერი აფეთქდა.

ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×