რეზონანსი
26.04.2025

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია და ცდილობდა, თავისი შესაძლებლობები საქართველოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა.

თბილისში განთავსებული მისი ქანდაკებები, მონუმენტი, - საქართველოს მატიანე, თანამედროვე ხელოვნების მისი მუზეუმი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროს მოზაიკური სცენები ... მუდამ ყველას შეახსენებს ბატონი ზურაბის სახელს და შეინახავს მის ხსოვნას.

რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრები სხვა ქვეყნებშიც არაერთია, მაგრამ სამშობლოს სხვა სითბო აქვს.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×