რეზონანსი
26.04.2025

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა.

„ეს დუმილი კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვებს და აჩენს განცდას იმისა, რომ აქ საქმე გვაქვს მიზანმიმართულად შესაბამისი რადიკალური პროცესების წახალისებასთან, ისევ და ისევ დაფინანსების გაცემის გზით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თორნიკე ჭეიშვილმა.

საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს. დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ქრონიკამ“ კიდევ ერთი წერილობითი კითხვით მიმართა. საუბარია „პენ ჯორჯიასა“ და „სოვლაბის“ დაფინანსებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×