რეზონანსი
26.04.2025

ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია, რომ ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან ერთად, წინა რიგში მდგარიყო - წერს The Telegraph.

პროტოკოლის თანახმად, მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით, თავიანთი ქვეყნის სახელწოდების მიხედვით უნდა დასხდნენ. უკრაინის პრეზიდენტის რანგში ვოლოდიმირ ზელენსკი წესით მესამე რიგში, ან უფრო უკან უნდა მჯდარიყო, თუმცა ის რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე, წინა რიგში იმყოფებოდა.

"როგორც ჩანს, ვატიკანმა სპეციალური ღონისძიებები გაატარა იმისათვის, რომ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი ადგილი მიენიჭებინა ცერემონიაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით უნდა მსხდარიყვნენ თავიანთი ქვეყნების სახელწოდების მიხედვით." წერს გამოცემა

ზელენსკისა და ტრამპს შორის იმყოფებოდნენ ინდოეთის, უნგრეთის, გაბონის პრეზიდენტები, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე, ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×