რეზონანსი
26.04.2025

კიდევ ერთხელ, უნგრულმა მხარემ დაადასტურა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის აღნიშნულ ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებზეც გაგრძელდება მუშაობა უწყებებს შორის.

„მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა. ასევე, კიდევ ერთხელ, უნგრულმა მხარემ დაადასტურა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებზეც გაგრძელდება მუშაობა უწყებებს შორის. ასევე, შესაძლებლობა იმისა, რომ უნგრელი ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ კონკრეტულ პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჰარმონიზაციას ევროპულ ბაზართან მიმართებაში“, - აღნიშნა თამარ ლილუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×