რეზონანსი
26.04.2025

რომის პაპი ფრანცისკე, საკუთარი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. სამგლოვიარო მსვლელობაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროცესიამ რომის მთავარი ღირსშესანიშნაობების, მათ შორის კოლიზეუმის ჩათვლით, გაიარა. მსვლელობა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.

ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ შორის, ცერემონიას საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც დაესწრო.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×